|
2019-07-05 14:58:11, 956 ნახვა
საზოგადოება
იძულებითი გადაადგილების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა
იძულებითი გადაადგილების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების 20 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე დევნილებთან დაკავშირებული კანონმდებლობის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ იმსჯელეს. ასევე, განიხილეს საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობის გაუმჯობესების გზები, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ჩათვლით. შეხვედრის მონაწილეებმა საერთაშორისო გამოცდილებისა და მიდგომების შესახებაც ისაუბრეს. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა. კონფერენციაში დევნილთა უფლებების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი სესილია ხიმენეს-დამარი მონაწილეობდა. სესილია ხიმენეს-დამარიმ მონაწილეებს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს ადგენს. შეხვედრას საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანიზებითა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)