|
2019-07-03 16:23:42, 1293 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - დარჩებიან თუ არა კაკულია და ჯაში კომიტეტის თავმჯდომარეებად, ამაზე გუნდი იმსჯელებს
დარჩებიან თუ არა რომან კაკულია და მარიამ ჯაში კომიტეტის თავმჯდომარეებად, ამაზე გუნდი იმსჯელებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი. „მათი გადასაწყვეტი არ არის, პრინციპში, ეს გუნდმა უნდა იმსჯელოს ამ საკითხებთან მიმართებაში. არ შეიძლება ესეთი საკითხები უყურადღებოდ რჩებოდეს, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ოთარ დანელიამ და ნუკრი ქანთარიამ განცხადებები გააკეთეს და ამ ჩათმა გაჟონა და მოვიდა იქამდე, რომ მერე ბოლოს თქვენთან დაბრუნდა და კითხვად იქცა ჩემს მიმართ. ასე, რომ აქ უფრო სერიოზულად არის საკითხი. მე მაქვს გარკვეული პრეტენზიები ამ ადამიანების მიმართ, მაგრამ რეალურად, როდესაც საკითხია, გაცილებით უფრო სერიოზული განხილვა და ყურადღება სჭირდება, ვიდრე რაღაცა ჩათიდან გამოტანილ ამბავზე კომენტარების კეთება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონიმიკური პოლიტიკის თავმჯდომარე რომან კაკულიამ და განათლების კომიტეტების თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ“ ნიკა მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)