22:48 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 15:18:24, 2157 ნახვა

საზოგადოება
დიღმელაშვილი: ირაკლი ჩარკვიანი ხალხს ეკუთვნის და არავის აქვს უფლება, მეუღლის ჩათვლით, მიისაკუთროს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის - „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი მუსიკოს ქეთათო ჩარკვიანს პასუხობს.

მისი განმარტებით, ირაკლი ჩარკვიანი ხალხს ეკუთვნის და არავის აქვს უფლება,მეუღლის ჩათვლით, მიისაკუთროს.

„ზუსტად. ირაკლი ჩარკვიანი ხალხს ეკუთვნის და არავის აქვს უფლება - მეუღლის ჩათვლით - რომ იგი მიისაკუთროს. თუმცა ოკ, თუ არ უნდა ქეთათოს, არ გავუშვებთ. ის კი ზუსტად ვიცი, რომ ირაკლი ჩარკვიანს სამოქალაქო პროტესტის ხმად ყოფნა უფრო გაუხარდებოდა, ვიდრე თაროზე შემოდება“, - წერს დიღმელაშვილი.

ქეთათომ საპროტესტო აქციის მონაწილეები ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების გამოყენების გამო გააკრიტიკა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics