21:20 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 14:26:04, 924 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში, 2-სართულიანი სახლის სხვენში ხანძარი გაჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე 2-სართულიანი სახლის სხვენში ხანძარი გაჩნდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები გამოცხადდნენ.

ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და სხვენის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 8 სახანძრო და 2 სამაშველო მანქანა, 1 ავტო კიბე და ცოცხალი ძალა 25 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.

ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics