|
2019-07-02 14:55:30, 1434 ნახვა
პოლიტიკა
„ზოგს რუსეთი მოსწონს, ზოგს ამერიკა“ - სამტრედიის მერი სოფელ მელითაურის რწმუნებულის გათავისუფლებას არ აპირებს
სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ მელითაურის რწმუნებულის სოფიკო კიკაჩეიშვილის პრორუსულსა და ჰომოფობიურ გაცხადებებს სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია გამოეხმაურა. როგორც სამტრედიის მერმა აღნიშნა, პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს ვერ გაათავისუფლებს. „სოფიკო კიკაჩეიშვილი არის ძალიან კარგი წარმომადგენელი. მასზე დაკისრებულ მოვალეობას კარგად ასრულებს. რაც შეეხება, პოლიტიკურ განცხადებებს, ახლა მე სოციალურ ქსელს ასე არ ვადევნებ თვალს. არ ვიცი, ზოგს რუსეთი მოსწონს, ზოგს ამერიკა. ეს არის მისი გადასაწყვეტი. პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს ჩვენ ვერ ვათავისუფლებთ“, - განაცხადა სამტრედიის მერმა. შეგახსენებთ, რომ სოფიკო კიკაჩეიშვილის პრორუსული განცხადებებისა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამო, სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წარმომადგენელმა მამუკა ბიბილეიშვილმა სოფიკო კიკაჩეიშვილის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. აღნიშნულის ამსახველ ვიდეო-მასალას ენმ-ს წევრი ფარნაოზ ჭკადუა facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ვიდეოში ისმის, თუ როგორ კამათობენ სოფიკო კიკაჩეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ოპოზიცია კიკაჩეიშვილის „ქართული ოცნების“ სახედ მოიხსენიებს რაზეც კიკეჩაშვილი მათ „მკვლელებს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ „რუსეთი მოსწონს“. „ენა გააჩუმე, არ გადამრიო... შენ როგორ ლაპარაკობ ადამიანის უფლებებზე. შენ მკვლელო შენ. მთელი ჩვენი სოფელი ჩახოცე... რა სახე, რა ხელებს მიშლი, უზრდელი ეს. რას გავდით საერთოდ, თუ გქონდათ ან სოფელი ან ქალაქი. ვაზაგაშვილის, გირგვლიანის სულს, რას პასუხობთ, არაკაცებო თქვენ. მკვლელებო თქვენ. მე ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას 10-იანზე ვასრულებ და მაქვს, ჩემი აზრი. ცისფერები, ლეზბიანკები, პიდარასტები ყავენ იქ და „ნაციონალები“. რა გაცინებთ, სამარცხვინოები ხართ... ვინ არის იქ ნორმალური, სამარცხვინოები ხართ. ვენაცვალე გახარიას. ჩემი შვილი იქ ვერ გაბედავდა გასვლას. რუსეთი კარგი რომაა ის რომ ვთქვი, მაგიტომ ვარ.... თურქეთთან ნაკლები ურთიერთობა გვქონდა? ისტორიას გადახედე“... - მიმართა კიკეჩაშვილმა ოპოზიციას.
ტრამპის ადმინისტრაციამ იმპორტიორებს მიერ უკანონო ტარიფების სახით გადახდილი 100 მილიარდი დოლარი დაუბრუნა
ტულას რეგიონში Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრზე დრონის თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)