|
2019-06-29 14:13:33, 1761 ნახვა
პოლიტიკა
„გირჩი“ ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს. როგორც „გირჩის“ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაშია ნათქვამი, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა სრულად „ქართულ ოცნებას“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. მათივე მტკიცებით, ქვეყანაში არის მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მალე გადაიზრდება ეკონომიკურ კრიზისში. „ჩვენი აზრით, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ქვეყანამ შეძლოს მშვიდად მისვლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ეს არის ნომერ პირველი რისკი ქვეყნისთვის, და ამავე დროს, ეს არის გამოწვევა თითოეული ჩვენგანისთვის. ახლა მნიშვნელოვანია ისეთ ქმედებებზე შეთანხმება, რომლებიც ერთი მხრივ ბოლომდე არ ჩამოშლის ეკონომიკას, ხოლო მეორე მხრივ ცივილიზებულად, გასაგები და სამართლიანი პოლიტიკური თამაშის წესებით მიგვიყვანს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები: დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს შსს მინისტრი. ნებისმიერი გაჭიანურება კიდევ უფრო აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს. სწრაფად უნდა დაიწყოს დიალოგი და აქტიური სამუშაო პროცესი უბარიერო, პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად. ლეგიტიმაციის არ ქონის გამო, ხელისუფლებამ უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი: ა. მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე ბ. ახალი ეკონომიკური რეგულაციების (მაგ. საბანკო, სამშენებლო, ტაქსების და ა.შ.) მიღებაზე, რომლებიც ტვირთად აწვება ისედაც კრიზისში მყოფ ეკონომიკას. გ. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნებისმიერ მცდელობაზე ნებისმიერ პოლიტიკურ მოთამაშეს, რომელსაც ესმის თუ რა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა, გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ ამ სისტემის მთავარი ღირებულებაა შეთანხმებებით და კომპრომისების გზით სიარული, რომელიც სინამდვილეში ახლაა დასაწყები“, - აღნიშნულია „გირჩის“პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაში.
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
რიანამ გულშემატკივრები თავისი ყველაზე თამამი ფოტოსესიით გაახარა
Associated Press: ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტის მოლაპარაკებებში პროგრესი მიაღწიეს
ტრამპის ადმინისტრაციამ იმპორტიორებს მიერ უკანონო ტარიფების სახით გადახდილი 100 მილიარდი დოლარი დაუბრუნა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)