18:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 19:49:14, 1246 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი შს მინისტრს, 20 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებების გამო, მადლობას უხდის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ,  ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში არსებულ პროცესებთან დაკავშირებით,  კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციელებს, ქვეყანაში მართლწესრიგის შენარჩუნებისთვის.

„მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი გახარიას,  ასევე პოლიციელებს, რომლებმაც უზრუნველყვეს ქვეყნაში მართლწესრიგის შენარჩუნება; ქვეყანა იხსნეს სახელმწიფო გადატრიალებისგან; ქვეყანა არ მოექცა ქაოსში და განვითრების იმ პოტენციალს, რომელიც გვაქვს, ვინარჩუნებთ. არეულობა და ამ არეულობით გამოწვეული მძიმე პრობლემები არაერთ თაობას არაერთხელ აქვს გამოცდილი. ვფიქრობ, რომ აქ საღი აზრი არის ერთ მხარეს - ქვეყანაში უნდა შევინარჩუნოთ წესრიგი; ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების  ტემპი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შევქმენით.  წესრიგი და სტაბილურობა არის წინაპირობა ეკონომიკის განვითარების და უკავშირდება ნებისმიერ სექტორს, ნებისმიერ მიმართულებას. გიორგი გახარიამ მოახერხა ქვეყანაში სტაბილურობა შეენარჩუნებინა, რაც ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.   

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics