09:57 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 14:13:35, 1666 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ ნიკა მელიას საკითხზე უმრავლესობის 4 წევრის განსხვავებულ პოზიციაზე იმსჯელებს

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას საკითხის განხილვისას მმართველი გუნდის 4 წევრის განსხვავებულ პოზიციაზე იმსჯელებენ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განმარტებით, მათი თანაგუნდელების ნეიტრალურ ან განსხვავებულ პოზიციებში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ეს თემა განსჯის საგანი მაინც იქნება.

დადგება თუ არა დღის წესრიგში ამ 4 დეპუტატის გარიცხვის საკითხი ან დაუწესდებათ თუ არა რამე სანქციები, მდინარაძე არ აკონკრეტებს.

„შესაძლებელია ამ საკითხზე მომდევნო სხდომაზე ვიმსჯელოთ. ჩვენ „ნაციონალებივით“ არ ვიქცევით, რომ გუნდის საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის გამო განვკვეთოთ ვინმე გუნდიდან. თუნდაც ნეიტრალური განსხვავებული პოზიცია გუნდში ყოველთვის ფიქსირდება და ეს ნიკა მელიას იმუნიტეტს შეეხებოდა, სპეკულაციის თემას შეეხებოდა, თუ რამე სხვა თემას, განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება ყოველთვის იწვევს განსჯას გუნდის შიგნით“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
რიანამ გულშემატკივრები თავისი ყველაზე თამამი ფოტოსესიით გაახარა
Associated Press: ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტის მოლაპარაკებებში პროგრესი მიაღწიეს
ტრამპის ადმინისტრაციამ იმპორტიორებს მიერ უკანონო ტარიფების სახით გადახდილი 100 მილიარდი დოლარი დაუბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics