|
2019-06-27 19:35:51, 1285 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: მსჯავრდებული სააკაშვილისა და მისი აგრესიული გუნდის დღის წესრიგი საზოგადოებაში არეულობის შემოტანაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ოპოზიციის მთავარი მიზანი საზოგადოებაში არეულობის შემოტანაა. პრემიერის შეფასებით, ოპოზიცია აგრესიული რიტორიკით ხელმძღვანელობს. „მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილისა და მისი აგრესიული ჯგუფის აგრესიული რიტორიკა არის ერთი და იგივე. ეს არის აგრესია, ეს არის ძალადობა და ეს არის ყველაფერი, რაც უკავშირდება მთავარ მიზანს, რომ საზოგადოებაში შემოიტანონ არეულობის განცდა. მათი დღის წესრიგია, არანაირი არჩევნები, ხელისუფლება უნდა დაემხოს. განსაკუთრებით 2016 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ ვიხილეთ კიდევ უფრო გააქტიურებული ეს აგრესიული რიტორიკა. იგივე მოხდა თვითმმართველობის არჩევნებსა და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებეც. ნებისმიერი არჩევნების წინა პერიოდსა თუ შემდეგ ჩვენ ვისმენთ ერთი და იგივეს, ეს არის აგრესია, ეს არის კონსტიტუციაზე შეტევა, ეს არის ყველანაირი მცდელობა, რომ მოხდეს ქართული საზოგადოების კიდევ უფრო მეტად პოლარიზაცია და ეს არის სრულიად მიუღებელი“, - აღნიშნა ბახტაძემ.
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
რიანამ გულშემატკივრები თავისი ყველაზე თამამი ფოტოსესიით გაახარა
Associated Press: ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტის მოლაპარაკებებში პროგრესი მიაღწიეს
ტრამპის ადმინისტრაციამ იმპორტიორებს მიერ უკანონო ტარიფების სახით გადახდილი 100 მილიარდი დოლარი დაუბრუნა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)