|
2019-06-27 11:01:25, 1028 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა - წარმატებულ კანდიდატებს სერტიფიკატები გადაეცათ
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა დასრულდა. გამოცდა წარმატებით ჩააბარა 9 კანდიდატმა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღება იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყო. გამოცდაზე გამოცხადებული 20 კანდიდატიდან, გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 75 ქულა, 9 პირმა გადალახა. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა შემდეგ დისციპლინებში: • საკონსტიტუციო სამართალი; • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; • სისხლის სამართალი; • სისხლის სამართლის პროცესი; • სასჯელაღსრულებითი სამართალი; • ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები. თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 2019 წლის 04 ივნისიდან 2019 წლის 14 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)