|
2019-06-26 11:17:13, 884 ნახვა
საზოგადოება
დიმი-როკითის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, დიმი-როკითის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამელიორაციო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკური დირექტორი თენგიზ ლაკირბაია გაეცნო. პროექტი ითვალისწინებს, მაგისტრალური არხის გაწმენდას, კვეთის მონოლითური ბეტონით მოპირკეთებას, კოლექტორისა და სათავე ნაგებობასთან არსებული ნაპირის დამცავი კედლის მოწყობას. რეაბილიტაცია უტარდება, ასევე, მილხიდებს და გვირაბს. აღნიშნული სამუშაოების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება მუნიციპალიტეტის 820 ჰექტარ სამეუნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება. დიმი–როკითის მაგისტრალური არხი სათავეს იღებს მდინარე ხანისწყალზე არსებული კაშხლიანი სათავე ნაგებობიდან. მაგისტრალური არხის სიგრძე 3,264 კილომეტრია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)