11:11 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 10:49:44, 1004 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი მელიაზე: გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით არ ვიღებთ, კოლეგის მიმართ დამოკიდებულება მგრძნობიარეა

 „არ ვიღებთ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით, კოლეგის მიმართ დამოკიდებულება მგრძნობიარეა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის  სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

სესიაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რა სარწმუნო არგუმენტებს წარმოადგენს პროკურატურა.

„ასე მარტივად არ დგას საკითხი, ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით. რაც მოხდა მძიმე ფაქტი ყველამ ვიხილეთ, კოლეგის მიმართ დამოკიდებულება მგრძნობიარეა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის მტკიცებულებები, რომელიც გააჩნია პროკურატურას“, - განუცხადა სესიაშვილმა „რუსთავი 2“-ს.

იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა მელიას  ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics