|
2019-06-25 22:32:02, 1054 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - ის, რაც 20 ივნისს მოხდა პარლამენტში, შეცდომაა
"ის, რაც 20 ივნისს მოხდა პარლამენტში, არის შეცდომა, ეს არ უნდა მომხდარიყო; ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების გულწრფელი ვნებათაღელვა, მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც შემდგომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოიყენა პროვოკაციისთვის და შედეგად დაზარალდნენ ადამიანები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მოამბეში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ წუთებში ყველაზე მთავარია დაზარალებული მოქალაქეებისა და პოლიციელების ჯანმრთელობა და სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ მკურნალობას საუკეთესო კლინიკებში, მათ შორის საზღვარგარეთ, ასევე ჩამოიყვანს საუკეთესო სპეციალისტებს, ვინაიდან ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. „ის, რაც 20 ივნისს დილით ვიხილეთ, იყო ძალიან მძიმე სურათი ნებისმიერი ქართველისთვის. ერისთვის, რომლისთვისაც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავისუფლება ყველაზე დიდი ფასეულობაა, ეს განსაკუთრებით ემოციური იყო. ეს იყო ძალიან დიდი ნეგატივის მომტანი და სოლიდარული ვიყავით იმ შეფასებებისა, რაც ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა. ჩვენი გუნდის წევრებმაც საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთეს. შემდეგ ასამბლეა შეჩერდა და რუსეთის დელეგაციამაც დატოვა თბილისი. საღამოს ვიხილეთ გულწრფელი და სამართლიანი პროტესტი, მათ შორის ეს მოდიოდა ჩვენი ახალგაზრდებისგან და ჩვენ, ყველა ერთიანი ვართ ამ შეფასებაში. მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" რომელიც წლების განმავლობაში ცდილობს, დესტაბილიზაცია შემოიტანოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ისარგებლა გულწრფელი პროტესტით და შეეცადა, ეს გამოეყენებინა პროვოკაციისთვის. ვიხილეთ მძიმე კადრები და დავინახეთ, რომ სამართალდამცავები პარლამენტის შენობის პერიმეტრს არ გაცილებიან, ვიდრე იყო ამის თეორიული შესაძლებლობა. მიმდინარეობდა შეტევა პარლამენტის შენობაზე, ძალადობა პოლიციელებზე და ისინი იძულებული იყვნენ, გამოეყენებინათ ე.წ სპეციალური საშუალებები, რომ დაეშალათ აგრესიულ ადამიანთა ჯგუფი", - განაცხადა პრემიერმა. მამუკა ბახტაძის შეფასებით, სამწუხაროდ, შედეგად დაზარალდნენ მოქალაქეები, პოლიციელები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, მოვლენებს შეფასება ამ ქრონოლოგიაზე დაყრდნობით მიეცეს.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)