|
2019-06-25 22:29:40, 1242 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს
პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, რომელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა და ქცევებმა გამოიწვია ეს ძალიან მძიმე შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მოამბეში" პირდაპირი ჩართვისას ნიკა მელიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ის მძიმე შედეგები, რაც 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, პირდაპირი მოწოდებებისა და პროვოკაციის შედეგია. „ამ საკითხს, ისევე როგორც ზოგადად 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს აქვს ორი განზომილება - სამართლებრივი და პოლიტიკური. რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს, პროკურატურამ დაიძყო გამოძიება ამ ადამიანთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მე ამ საქმის დეტალებში არ შევალ და ვერც შევალ, მე ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მთავრობის მეთაური. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ჩემი შეფასება არის ზუსტად ისეთივე, როგორიც საქართველოს თითოეული მოქალაქის - ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი მოწოდებები და პროვოკაცია, რომ მომხდარიყო საქართველოს პარლამანეტში შესვლა. ეს იყო მოწოდება, რამაც გამოიწვია ძალიან მძიმე შედეგები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)