|
2019-06-25 19:15:00, 985 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ვიცე-მერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების საკითხებზე თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა. თბილისის ვიცე-მერმა ევროპისრეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა. „EBRD-ს მუნიციპალური პროექტების განხორციელებაში საკმაოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი. გასულ წელს მათ მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროექტი დააფინანსეს და მიმდინარე ეტაპზეც, EBRD-ის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტის მიერ დამატებით, 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვახორციელდება, მათ შორის, 90 ელექტროავტობუსის. აღნიშნული პროექტი EBRD-ის სახსრებითუნდა განხორციელდეს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადად ამ თემებზე და სხვა პოტენციური პროექტების დაფინანსების საკითხებზე გვქონდა დღეს EBRD-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელიც საკმაოდ პროდუქტიული და შედეგიანი იყო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მუნიციპალური პროექტების განხორციელების კუთხით, EBRD-თან ყოველთვის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები გვქონდა და გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. შეხვედრაში EBRD-ის ევრაზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ეკატერინა მიროშნიკი, ასევე, რეგიონული ოფისის დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი და სხვა პირები მონაწილეობდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)