|
2019-06-25 13:54:08, 1110 ნახვა
პოლიტიკა
გავრილოვი კობახიძის სავარძელზე: ისე რა სავარძელი იყო, დიდად მყუდრო და კომფორტული არ ყოფილა
რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომლის თბილისში ვიზიტსაც საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც გავრილოვმა ტელეკომპანია НТВ-ს გადაცემაში განაცხადა, საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციებმა ქართული მხარისგან უსაფრთხოების წერილობითი გარანტიები მიიღეს. "საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა მე მითხრა რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა უმაღლეს დონეზე ჩატარდება. მითხრა, რომ მოუთმენნლად ველით თქვენს ფორუმს, რადგან ის მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს ავტორიტეტის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ასე გვქონდა წერილობით გარანტიები, რომ ჩვენი უსაფრთხოება იქნება დაცული. ვკითხე კიდევაც, იქნებ ნაკლებად პომპეზური ღონისძიება ჩაგვეტარებინა, თუმცა მითხრეს, რომ ის აუცილებლად პარლამენტში უნდა ჩატარებულიყო. თქვენ დაიკავებთ თავმჯდომარის ადგილსო, ცამოიყვანეთ ტქვენი მეუღლეები, შვილები, რომ ყველამ ნახოს როგორი მშვენიერია საქართველო, როგორი ევრიპულია ეს ქვეყანა. თუმცა საქართველოში გაფრენამდე გავეცანი ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატის განცხადებას, რომ ჩემი იქ ვიზიტი არ იყო სასურველი, თითქოს იმის, გამო, რომ აფხაზეთში ვიბრძოდი. საქართველოში ჩასვლის შემდეგ შევხვდი მედიას და ვუთხარი, რომ მათ შეცდომა დაუშვეს, მე არასდროს მიმიღია მონაწილეობა აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში და არა მხოლოდ აფხაზეთში არამედ ზოგადად, საბრძოლო მოქმედებებში. ცხელ წერტილებში მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების მისიის ფარგლებში ჩავდიოდი, მათ შორის კოსოვოში, სირიაში და სხვა ადგილებში. ისე რა სავარძელი იყო, ისე რა სავარძელი იყო, დიდად მყუდრო და კომფორტული არ ყოფილა. თუმცა ჩვენ მოკრძალებული ხალხი ვართ ტაბურეტებზე დამსხდრებსაც შეგვიძლია მუშაობა. სხვა ქვეყნებშიც ვატარებთ ფორუმს და ვიკავებ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს, იქ ამას არანაირი პრობლემა არ მოჰყოლია. ყველაფერი პროტოკოლის მიხედვით მოხდა", - განაცხადა გავრილოვმა.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)