|
2019-06-25 10:42:04, 1079 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე რუსეთისთვის ევროსაბჭოში ხმის უფლების დაბრუნებაზე: ეს იქნება ყველა იმ დანაშაულის მხარდაჭერა, რასაც ის ჩადის
„ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნება იქნება ყველა იმ დანაშაულის მხარდაჭერა, რასაც რუსეთი სჩადის“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნების საკითხს. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, აგრესორს ხმის უფლება არ უნდა დაუბრუნდეს. „დღეს ჩვენ განვიხილავთ საკითხს, რომელიც ფუნდამენტურ გავლენას მოახდენს ამ ორგანიზაციის მომავალზე. ეს არ არის პროცედურული გადაწყვეტილება. ჩვენ ვმსჯელობთ იმ ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც არღვევს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით, ყირიმის ანექსიით, დონბასში ომით. ჩვენ მსჯელობთ ისეთი ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც ყოველდღიურად იტაცებს და აწამებს ადამიანებს ჩემს ქვეყანაში, საქართველოში. ვსაუბრობთ ისეთი ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აჩვენა სრული უპატივცემულობა ამ ორგანიზაციის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებასთან მიმართებით. ჩვენ მივიღეთ ათობით რეზოლუცია საქართველოზე და უკრაინაზე. მომიყვანეთ ერთი მაგალითი, როდესაც რუსეთმა რომელიმე შეასრულა. არც ერთი. ამ ორგანიზაციის სრული უპატივცემულობა. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც აგრძელებს მეზობლებზე ზეწოლას, ქვეყანაზე, რომლის პრეზიდენტმა, პუტინმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ახალი ტალღის შესახებ. ჩემი რამდენიმე კოლეგისგან მოვისმინე, შეცვლის თუ არა რამეს სანქციები. სულ ცოტა, სანქციები არის გზავნილი, რომ ეს არ არის მისაღები და ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს. რუსეთის ამ ორგანიზაციაში დაბრუნებით, ჩვენ ვამბობთ, რომ მისი ქცევა ნორმალურია. ახდენ მეზობლების ოკუპაციას, არაუშავს, შენ შეგიძლია უკან დაბრუნება. აწამებ მშვიდობიან მოქალაქეებს, არაუშავს, შეგიძლია, უკან დაბრუნდე. ამ ორგანიზაციაში რუსეთის დაბრუნება იქნება ყველა იმ დანაშაულის მხარდაჭერა, რასაც რუსეთი ჩადის. ძვირფასო კოლეგებო, არ მინდა, ვიყო ყველა იმ დანაშაულის მხარდამჭერი, რომელსაც რუსეთი ჩადის და იმედი მაქვს, რომ ეს არც თქვენ გსურთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ სტრასბურგში გამართულ დებატებზე.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)