|
2019-06-25 10:11:23, 1377 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო
როდესაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო, თუმცა ეს დამოკიდებულია ჩვენი საზოგადოების არჩევანზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა შეაფასა ინიციატივა, რომლის თანახმად 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში ახალი სახეების ნახვა ქართულ საზოგადოების დაკვეთაა. „ბოლო არჩევნების შედეგებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს. შესაბამისად,დღევანდელი გადასახედიდან 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგების პროგნოზი არ იქნება რელევანტური, თუმცა იმის ალბათობა, რომ საჭირო გახდეს კოალიციური მთავრობა, ბუნებრივია, არსებობს. ეს მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)