|
2019-06-24 15:34:16, 1013 ნახვა
საზოგადოება
„ბოდიშს ვუხდი ერთმორწმუნე დებს და ძმებს“ - დიანა ღურწკაიამ საქართველოს სახელით ბოდიში მოიხადა
რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა დიანა ღურწკაიამ თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლის გამო, ბოდიში მოიხადა, - ინფორმაციას m.vz.ru ავრცელებს. ღურწკაიამ აღნიშნა, რომ ქართველების უმრავლესობა რუსების მიმართ მეგობრულადაა განწყობილი. „მე დღეს დავბრუნდი საქართველოდან და მინდა იმ უზარმაზარ განსხვავებაზე ვისაუბრო, რაც დემონსტრანტებსა და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შორის არის. ქუჩაში ჩემთან მოვიდა ადამიანი, რომელიც უნივერსიტეტის ლექტორი აღმოჩნდა. მან მითხრა, რომ თუ ხელისუფლებას არ ჰყოფნის ტაქტი და გაგება ბოდიში მოიხადოს, მას თავად სურს ამის გაკეთება. მეც, როგორც ქართველი, ვუერთდები მისი სიტყვების პათოსს და მინდა ბოდიში მოვუხადო ერთმორწმუნე დებს და ძმებს, ვისი ღონისძიებებიც ჩაიშალა“, - განაცხადა ღურწკაიამ. მანვე დასძინა, რომ რუსეთიში სხვადასხვა ეროვნებისა თუ რელიგიის ხალხი ყოველთვის პოულობდა უსაფრთხო გარემოს, საკუთარი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობას და პოლიტიკოსები ორი მოძმე, ერთმორწმუნე ერის ერთობის დარღვევას ვერ მოახერხებენ. შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას აღიარებს, საქართველოში ვიზიტის შემდეგ ანტისაოკუპაციო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეების განსაკუთრებული გაღიზიანება ასამბლეის მეორე დღეს, გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ გამოიწვია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ ასამბლეა გავრილოვის ვიზიტი დროზე ადრე დაასრულა. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მიმართულებით საჰაერო ფრენები აკრძალა და საქართველოში ტურისტული ვიზიტისგან თავის შეკავების რეკომენდაციები გასცა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)