|
2019-06-24 12:44:25, 967 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: კანონდარღვევის არცერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძის განცხადებით, სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, როგორც პარლამენტის შტურმით აღების ინიციატივას, ისე აქციის დაშლის დროს ძალის გადამეტების ფაქტებს. „მე გუშინაც გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. პირველი რაც მოხდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი გუნდი. ამას მოჰყვა უმკაცრესი განცხადებებიც და შედეგიც. პარლამენტის თავმჯდომარე დაბრუნდა, გადადგა ღირსეული ნაბიჯი და დატოვა თანამდებობა. საღამოს განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ძალიან მძიმე ფაქტები და მივიღეთ მძიმე სურათი, ეს იყო უმძიმესი სანახავი, ამის ინსპირირება, მომხდარიყო შტურმი, გააკეთა იმ პოლიტიკურმა დესტრუქციულმა ლიდერებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ იქ. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა მასაც მოჰყვება რეაგირება. ჩვენ ვნახეთ ასევე კადრები, რომელიც იყო უმძიმესი, ამასაც მოჰყვება რეაგირება. გენინსპექციას აქვს დაწყებული მოკვლევა და არც ერთ ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე“, - განაცხადა კალაძემ.
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
პენტაგონის ხელმძღვანელი უარყოფს, რომ აშშ-ს რაკეტების მარაგი ამოეწურა
"ყაზბეგის" საზღვარზე ₾143 817-ის ოქროს ზოდების უკანონოდ შემოიტანეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერისტეტებში სრულად დაფინანსდებიან - სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)