11:50 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-23 23:28:43, 1062 ნახვა

პოლიტიკა
აკაკი ზოიძე - გვარამია ადამიანების ემოციებით მანიპულირებას ცდილობს

 „ბატონი გვარამია ცდილობს ადამიანების ემოციებით მანიპულირებას, ხელისუფლების დამხობის სცენარი არ გამოუვიდათ და ეხლა უნდათ, რომ მაქსიმალურად ეს პროტესტი შენარჩუნდეს" - აცხადებს უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე.

 მისი თქმით, გვარამიას განცხადება აბსურდი და სისულელეა.
"აბსურდია, საიდან მოიტანეთ ეს სისულელე. ეს არის  ალბათ სცენარის ნაწილი, რათა არ მინელდეს ადამიანებში გარკვეული მუხტი. ბატონი გვარამია ამართლებს შეჭრას პარლამენტში? თქვენი  პერსონალი აპირებს თუ არა რომ თავს დაესხას პარლამენტს და საქართველოს კანცელარიას? თქვენი ტელევიზია რუსთავი - 2  და თქვენი ოპერატორი? თუ არ აპირებთ, მაშინ არაფერი მოხდება, მარტივი ლოგიკა არის რომ საპროტესტო მუხტი შეინარჩუნოს მაქსიმალურად. ადამიანებს ადარდებთ, რომ  რუსეთი ოკუპანტია. ამის შედეგია ის,  მკვეთრი ემოცია, რასაც ვხედავთ, ასევე ადარდებთ მედია თავისუფლება. ჩვენ ვხედავთ , რომ ამ თემის კიდევ უფრო წამოწევა უნდა, რომ ეს მუხტი შენარჩუნდეს" - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
პენტაგონის ხელმძღვანელი უარყოფს, რომ აშშ-ს რაკეტების მარაგი ამოეწურა
"ყაზბეგის" საზღვარზე ₾143 817-ის ოქროს ზოდების უკანონოდ შემოიტანეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერისტეტებში სრულად დაფინანსდებიან - სამინისტრო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics