|
2019-06-23 21:04:20, 1221 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ხელისუფლება მსჯელობს „რუსთავი 2-ის“ ძალადობრივ აღებაზე
"ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლებომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება რუსთავი 2-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს, ღამე. ამ იდეას ჰყავს მოწინაღმდეგეებიც და მომხრეებიც ხელისუფლებაში," - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფნგზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება მსჯელობს „რუსთავი 2-ის“ ძალადობრივ აღებაზე. ნიკა გვარამია მოუწოდებს, ხელისუფლებას, არ გაბედოს "რუსთავი 2-ის" ძალადობრივი აღება. „ის, რაც ქვეყანაში ხდება ბოლო კვირების განმავლობაში არის რუსული სცენარი, სამწუხაროდ, ქართული ხელისუფლების თანამონაწილეობით. მე ვერ დავადანაშაულებ ყველა ხელისუფლების წარმომადგენელს. მე მგონია, რომ ხელისულების წევრებში არიან საქართველოს პატრიოტები მიუხედავად იმისა, რომ ღრმად არასწორად ხედავენ საკითხებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების მთავარი ღერძი არის რუსული ინტერესების გატარება და ამ ღერძის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, ხელისუფლებას გარკვეული წარმომდგენლები და პარლამენტის გარკვეული წარმომადგენლები ამ ღერძს შეადგენენ. ამიტომ რა მიზეზიც არ უნდა აიყოს აქ შემოსვლის, რაც არ უნდა გამოაქვეყნოთ, მაგალითად, ფარული ჩანაწერები და რაღაც ლეგიტიმური ერთი შეხედვით მიზნები, არ გაბედოთ ამის გაკეთება, ამ შემთხვევაში უკვე იმიტომ არა რომელი არხი დაიხურება და ადამიანებს შეეხებით და ა>შ. არ გაბედოთ ამის გაკეტება იმიტომ, რომ ამან შეიძლება ქვეყანაში გამოიწვიოს მწვავედ უმართავი პროცესები, ძალადობა ქუჩებში და, რა თქმა უნდა, ეს შედის ჩვენი მთავარი მტრის, რუსეთის ინტერესებში,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ნიკა გვარამია მიმართავს ხელისუფლებაში მყოფ პირებს, შეაჩერონ ბიძინა ივანიშვილი. ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს რუსულ პროექტს უწოდებს და აცხადებს, რომ მას არ გაკვირვებია გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ხილვა. რუსთავი 2
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
პენტაგონის ხელმძღვანელი უარყოფს, რომ აშშ-ს რაკეტების მარაგი ამოეწურა
"ყაზბეგის" საზღვარზე ₾143 817-ის ოქროს ზოდების უკანონოდ შემოიტანეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერისტეტებში სრულად დაფინანსდებიან - სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)