|
2019-06-22 17:57:49, 1162 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ მზადაა უკრაინელ ტურისტებს 10 ჩარტერული რეისი დაუფინანსოს
„თიბისი“ მზადაა უკრაინელ ტურისტებს 10 ჩარტერული რეისი დაუფინანსოს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკი“-ს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ხაზარაძის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იმ განკარგულებას ეხმაურება, რომლის თანახმად, საქართველოსთან ავიამიმოსვლა დროებით შეჩერდება. „მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ „თიბისი ჰოლდინგის“ სახელით დავაფინანსო „ეარზენას“ 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას!" - წერს ხაზარაძე. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა. პუტინი აცხადებს, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის კომერციულებს დროებით ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა. პუტინი მთავრობას ავალებს, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, მან დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)