12:56 - 05 Aug, 2026
|
2019-06-21 00:21:52, 974 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის ელჩი: მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, არ მიმართონ ძალადობას და ყველა საჭირო საკითხი დღის შუქზე განიხილონ
საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. "ჩვენ დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს სიტუაციის დაძაბვას დღეს საღამოს საქართველოს პარლამენტის წინ. მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, დაიცვან სიმშვიდე, არ მიმართონ ძალადობას და ყველა საჭირო საკითხი დღის შუქზე განიხილონ", - განაცხადა ელჩმა. ცნობისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სპეცრაზზმა საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყო. მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)