10:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 18:28:11, 1231 ნახვა

საზოგადოება
„ნუ გეი-ნაზები და არ გეი-ლახები“ - ვასაძის თანამოაზრეები „თბილისი პრაიდის“ ოფისთან აქციას მართავენ

ბიზნესმენ ლევან ვასაძისა და „საზოგადოება ზნეობის“ წევრის გურამ ფალავანდიშვილის თანამოაზრეები იმ შენობასთან არიან შეკრებილები, სადაც მათი ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ ოფისი მდებარეობს.

აქციის მონაწილეები ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებენ, მათი თქმით, ისინი ლგბტქ თემს „თბილისი პრაიდის“ გამართვის უფლებას არ მისცემენ.

ჰომოფობიურად განწყობილ მოქალაქეებს ადგილზე სიძულვილის ენის შემცველი ბანერები აქვთ მიტანილი, მაგალითად: „ნუ გეი-ნაზები და არ გეი-ლახები“, „მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი“ და  სხვა.

აქციაში 50-მდე ადამიანი, მათ შორის, სასულიერო პირები მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეების ნაწილი, ჟურნალისტების მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილი

ადგილზე ათობით სამართალდამცავია მობილიზებული.

ცნობისთვის, დღეს „თბილისი პრაიდის“ ორ ორგანიზატორს სიცოცხლის მოსპობის შემცველი შეტყობინებიბი გაუგზავნეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა თბილისში, რომელიც „ღირსების მიზნით მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics