10:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 18:03:10, 1287 ნახვა

საზოგადოება
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

2019 წლის გამოცდების ჩაბარების მსურველები ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისიდან შეძლებენ.

ამისათვის საჭიროა, აპლიკანტი  რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შევიდეს.

პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ.) აპლიკანტმა უნდა გამოიყენოს ღილაკი - "დაბეჭდეთ ბარათი".

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა.შ.)გარეშე. ბარათი შეგიძლიათ ამობეჭდოთ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

გამოცდების მოახლოებასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იწყებს სოციალურ კამპანიას „არდაიგვიანო“.ამ სოციალური კამპანიით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთხოვს აბიტურიენტებს, იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები და დაგვიანების გარეშე გამოცხადნენ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა თბილისში, რომელიც „ღირსების მიზნით მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics