|
2019-06-15 11:27:31, 1429 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი აქციაზე: დიდი გამოწვევაა სახელმწიფოსთვის, იმოქმედოს ისე, რომ არ დაარღვიოს ბალანსი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ორ აქციას ეხმაურება ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას აქვს ვალდებულება დაიცვას კონსტიტუცია, ხოლო მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება ამ ქვეყანაში აქვს ყველა მოქალაქეს. "ის, რაც ხდება, არის დიდი გამოწვევა სახელმწიფოსთვის, რომ იმოქმედოს ისე, რომ არ დაარღვიოს ბალანსი. ერთი მხრივ, შსს-ს მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, რომ დაიცვას გამოხატვის თავისუფლბა, მაგრამ მისი ასევე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - დასძინა მან. საპატრიარქოს განცხადების თაობაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ განცხადებას იცნობს. "მათი პოზიცია ჩემთვის გასაგებია, მაგრამ სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები. შსს-ს პრიორიტეტი ახლა არის ის, რომ შეძლოს უფლებების რეალიზაცია უსაფრთხობის უზრუნველყოფის გზით. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია ყველა მხარემ შეუწყოს ხელი ბალანისი დაცვას", - ამბობს ჩუგოშვილი.
(NS)
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)