|
2019-06-12 12:31:36, 1155 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა პრემიერს აშშ-ში, მინდა მივულოცო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტსა და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს მნიშვნელოვნად აფასებს. კახა კალაძე აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრას მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. „მინდა, მივულოცო მამუკა ბახტაძეს ეს წარმატებული ვიზიტი. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ის რეფორმები და წინსვლა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორცილდა, ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინ სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ: „საქართველოს ზრდა და განვითარება თავისუფალი ერის სახით ცხადყოფს, რომ ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას“ და რომ ის ამაყობს ჩვენი პარტნიორობით. მსგავსი განცხადებები მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი პრემიერ-მინისტრს აშშ-ში ნაყოფიერ ვიზიტს ულოცავს. „სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მსგავსი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა იმას, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც დავიწყეთ, ძალიან მნიშვნელოვანია; საუბარი შეეხო ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობას, რასაც ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა აქვს. ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა პრემიერ-მინისტრს და მინდა მივულოცო“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)