|
2019-06-12 10:18:14, 1163 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ: არასერიოზულ საკითხებზე მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან არ ვსაუბრობ
არასერიოზულ საკითხებზე არ ვსაუბრობ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილის საკითხი უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის თემა. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპონენტებისგან კეთდება არასერიოზულ და ღიმილისმომგვრელი განცხადებები, როპმელსაც რეალობასთან არავითარი კავშრი არ აქვს. მამუკა ბახტაძის თქმით, ბრიუსელში, სადაც აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნებოდა, ევროპის ქვეყნების ლიდერებთან ერთად იყო მიწვეული. „მართლაც არასერიოზული განცხადებები მოვისმინეთ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან ვიზიტთან დაკავშირებით. საკითხი არის ძალიან მარტივი - ჩვენი ურთიერთობა აშშ-სთან და ევრკავშირთან არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე და საქართველო ნატოსთან ასე ახლოს ჯერ არასტროს ყოფილა. აქედან გამომდინარე, მე მაქვს ინტენსიური კონსულტაციები, რომ ჩვენ კიდევ უფრო წარმატებული ვიყოთ ამ გზაზე, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესები. ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნავდა დამოუკიდებლობის დღეს. იქ მიწვეულნი იყვნენ ევროპის ქვეყნის ლიდერებიდ ა მიწვეული ვიყავი მეც. რა არის ამაში გასაკვირი, ან კითხვისნიშნის მქონე - პირიქით, ეს ხაზს უსვამს, რომ ჩვენ გვაქვს ინტენსიური დიალოგი, კონსულტაციები, რომ ვიყოთ უფრო წარმატებული იმ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეშ ინტეგრაცია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)