|
2019-06-11 22:41:14, 1257 ნახვა
პოლიტიკა
WTO საქართველოს გამოცდილებას გაუზიარებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით
ჟენევაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს რობერტო აზავედოს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს, ასევე, ვაჭრობის გლობალურ სისტემასა და ეკონომიკაში არსებული გამოწვევები. რობერტო აზავედოს განცხადებით, საკმაოდ მზარდია ქვეყნის ეკონომიკა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, საქართველო მე-6 ადგილზეა. ,,ამდენად, ყველაფერი საკმაოდ საიმედოდ გამოიყურება და WTO შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველომ კიდევ მეტ წარმატებას მიაღწიოს", - აღნიშნა რობერტო აზავედომ. მისი თქმით, WTO გამოცდილებას გაუზიარებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მდებარეობს რეგიონში, რომელიც მნიშვნელოვანი და ცენტრალურია ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მიმართულებით. ,,ეს ის რეგიონია, რომელიც უნდა განვითარდეს. მისი მომავალი, როგორც სატრანსპორტო კორიდორი, ევროკავშირის პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია. საქართველო საკმაოდ ბევრს აკეთებს, ამ ადგილის დასაკავებლად. მათ შორის, ევროკავშირთან, ჩინეთთან და კიდევ სხვა პარტნიორებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით. თუმცა, ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საწარმოებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით სარგებლობის სრული საშუალება უნდა მიეცეთ. ისინი, მზად უნდ იყვნენ ყოველგვარი გამოწვევის გასამკლავებლად. სწორედ, ეს არის ის სივრცე, სადაც მნიშვნელოვანია თავისუფალი სავაჭრო ორგანიზაციის ექსპერტიზა და დახმარება, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ქვეყანამ ბევრი რამ გააკეთა შიდა რეფორმირების თვალსაზრისით, თუმცა მსოფლიო ბაზარზე, მსოფლიო სავაჭრო სივრცეში შესვლა სჭირდება",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)