|
2019-06-11 21:27:01, 1163 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ სავარაუდო სამთავრობო ცვლილება უარყო
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით შეკითხვას უპასუხა. როგორც მან ტვ პირველის გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, მამუკა ბახტაძეს და მის მთავრობას გუნდიდან სრული მხარდაჭერა აქვს. „პრემიერ-მინისტრი არის მამუკა ბახტაძე, რომელიც აქტიურად არის დაკავებული საკუთარი ფუნქციების შესრულებით, მას ქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ის ამ საქმიანობას ბუნებრივია გააგრძელებს. რაც შეეხება ზოგადად იმას, თუ ვინ სად შეიძლება იყოს ზოგადად მომავალში, სად ვიქნები მე, სად იქნება ერთი, მეორე, მესამე, ამას გუნდი გადაწყვეტს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოება მიიღებს რა თქმა უნდა სათანადო ინფორმაციას. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, კონკრეტულად, ეს გადაადგილება არის გამორიცხული, ეს ცალსახად შემიძლია უარვყო, რაც შეეხება ზოგადად პოლიტიკოსის მომავალს, ეს არის დამოკიდებული გუნდის გადაწყვეტილებაზე. სადაც როგორ არის საჭირო, ბუნებრივია, ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ TV პირველის პირდაპირ ეთერში.
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)