|
2019-06-11 19:18:16, 1137 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: ცირკულარული მიგრაცია საქართველოს პრიორიტეტია
ცირკულარული მიგრაცია, როგორც მიგრაციის დაძლევის და საზღვარგარეთ დროებით ლეგალური დასაქმების მხარდამჭერი ინსტრუმენტი საქართველოს პრიორიტეტია, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს შრომის საერთაშორისო ორგანოზაცოის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. პრეზიდენტის განცხადებით, ცირკულარული მიგრაცია სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის მიგრანტებს, როგორც წარმოშობის, ასევე მიმღებ ქვეყანაში. ,,საქართველოსთვის ეს არის მექანიზმი, რომ შეცვალოს და შეამციროს არარეგულარული მიგრაცია და ამრიგად, შრომითი მიგრანტების უფლებები დაიცვას, აგრეთვე, უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და ადამიანის შესაძლებლობების განვითარებას შეუწყოს ხელი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამ სფეროში უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა ორმხრივი შეთანხმებების განვითრებაზე. ,,2018 წლის დეკემბერში მსგავსი ხელშეკრულება გაფორმდა საფრანგეთთან. ცირკულარული მიგრაციის სქემების საპილოტე ვერსიები წარმატებით განხორციელდა პოლონეთთან და ქვეყნებმა, როგორიცაა ბულგარეთი, ესტონეთი, უნგრეთი, პორტუგალია, უკვე გამოთქვეს მზაობა თანამშრომლობაზე. დროებით ლეგალური დასაქმების შესახებ შეთანხმებაზე მუშაობას ყველა პარტნიორთან გავაგრძელებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის თქმით, ვერც ერთი აღნიშნული საკითხი ვერ და არ მიიღწევა საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციისა და ევროკავშირის ტექნიკური და ფინანსური დახმარებისა და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის პროექტების განვითარების გარეშე. ,,საქართველოს კარგად ესმის რომ საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის პრინციპებთან შესაბამისობა ჩვენს ქვეყანას უფრო დაახლოვებს ევროკავშირის სტანდარტებთან და ხელს შეუწყობს ჩვენი ინტეგრაციის შესაძლებლობას. გარდა ამისა, საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის პრაქტიკის საქართველოში სრულად დანერგვა გულისხმობს შრომის ევროპული ხარისხის შემოტანას და ჩვენი მოსახლეობის სოციალურ დაცვას; ამრიგად, ხელს შეუწყობს მიგრაციისკენ სწრაფვის შემცირებას და ჩვენს დაახლოვებას ევროპასთან", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)