|
2019-06-11 15:20:19, 1414 ნახვა
პოლიტიკა
„ნურავის ნერვებს ნუ ვცდით“ - პაპუაშვილმა პლენარული დარბაზიდან ბოკერიას გაძევება მოითხოვა
პარლამენტის პლენარულ დარბაზში ერთმანეთს სიტყვიერად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპაუაშვილი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია დაუპირისპირდნენ. ბოკერიამ მმართველი გუნდი ე.წ. ძველ ბიჭებთან ალიანსში დაადანაშაულა. თავის მხრივ, პაპუაშვილმა ბოკერიას ბოდიშის მოხდა მოთხოვა და შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა ბოკერია დარბაზიდან გაეძევებინათ. „მე გთხოვთ, ბატონო თავმჯდომარე, მე არ ვიცი ეს პროცესი სადამდე შეიძლება მივიდეს, ნურც ნურავის ნერვებს ნუ ვცდით და ნურც ნურავის ასე ვთქვათ, რაღაცნაირად აღქმას იმ რეალობისას რაც ხდება ახლა აქ. მე მოგიწოდებთ თქვენ, აი ამ დეპუტატს, რომელსაც ბოკერია ჰქვია, ადგეს, მოუხადოს კოლეგებს ბოდიში, ეს არის ღირსების საკითხი, ეს არის კოლეგიალობის საკითხი. აი, ასეთი გამოსვლებისთვის, აი, ასეთი ტერმინებისთვის, რაც ისმოდა, რაზეც თვითონ ლაპარაკობენ, რომ ეს არის სიძულვილის ენა, ადამიანების ლანძღვა, ან გააძევეთ, ან მერე და მერე, რაც უფრო მერე მოხდება, პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ და იმ ადამიანებს ვინც ამას იტანს. ადგეს, ყველა კოლეგას ბოდიში მოუხადოს აი, ასეთი ტერმინებისთვის, აი, ასეთი სიტყვებისთვის, რომელიც უკადრისია, როდესაც პლენარული სხდომა მიმდინარეობს. და ვინმეს თუ რამე ოდნავ წამოსცდება, არიქა, და ერთ ამბავს ტეხავენ“, - გაანცხადა პაპაუაშვილმა.
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)