00:37 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 17:29:04, 592 ნახვა

საზოგადოება
უფასო იურიდიული კონსულტაცია სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრშიც გახდა ხელმისაწვდომი

მეჯვრისხევის, შორაპნის, გეგუთისა და ფოკის შემდეგ, უფასო იურიდიული კონსულტაცია, დღეიდან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაშიც გახდა ხელმისაწვდომი.

სამართლებრივი კონსულტაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადგილობრივ საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც, თვეში ორჯერ, მოქალაქეებს იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტი მიიღებს.

საწყის ეტაპზე, სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღება თვის ყოველ მეორე ოთხშაბათს იქნება შესაძლებელი. ამავდროულად, მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მიმართონ იურიდიული დახმარების სამსახურის რუსთავის ან თბილისის ბიუროებს, სადაც მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებასაც გაუწევენ.

დღეისათვის, საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს 22 სოფელში მოქმედებს და მათ ფუნქციონირებას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს. საზოგადოებრივ ცენტრებში უფასო იურიდიული კონსულტაციის დანერგვა გათვალისწინებულია თანამშრომლობის მემორანდუმით, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის თებერვალში გააფორმეს.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების ქსელის გაფართოებას და საზოგადოებრივ ცენტრებთან თანამშრომლობას აქტიურად უჭერს მხარს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics