|
2019-06-11 13:34:55, 1088 ნახვა
პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი: ვინც თოლორაიას დაუჭერს მხარს, ბავშვების არაადამიანურ მოპყრობაზე პასუხისმგებლობას აიღებს
„ვინც დღეს ქალბატონ ლონდას დაუჭერს მხარს, ბავშვების იმ არაადამიანურ მოპყრობაზე აიღებს პასუხისმგებლობას, რომელიც ამ ქალბატონის საზედამხედველო პროკურორის ფუნქციების შესრულების დროს ხდებოდა“ - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, რომელმაც დღეს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას დანიშვნაზე უნდა იმსჯელოს. გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, რომ თოლორაია პროკურატურაში არასრულწლოვანების მართლმსაჯულების პროცესს 2010-2012 წელსი ხელმძღვანელობდა, როდესაც არასრულწლოვნების მიმართ არაადამიანური მოპყრობა პიკში იყო. „მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისთვისაც ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა მნიშვნელოვანი იყო: დღეს თქვენ მხარი უნდა დაუჭიროთ იმ კანდიდატურას, რომელიც 2010 წლიდან ადეიშვილის პროკურატურაში არასრულწლოვანების მართლმსაჯულების პროცესს ხელმძღვანელობდა. განსაკუთრებით პიკში იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა არასრულწლოვნების 2010-2012-ში. დღეს თქვენ მხარი ქალბატონ ლონდას უნდა დაუჭიროთ, რომელიც ადეიშვილის გაზრდილი პროკურორია და რომლის დროსაც განსაკუთრებულად აწამებდნენ არასრულწლოვნებს, განსაკუთრებულად გლდანის მე-8 პენიტენციალურ სისტემაში და იმ ადგილებში , სადაც ისინი სასჯელს იხდიდნენ. ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც ამ კანდიდატურების წამოწევა და წახალისება ხდება. მე ვფიქრობ, ვინც დღეს ქალბატონ ლონდას დაუჭერს მხარს, ბავშვების იმ არაადამიანურ მოპყრობაზე აიღებს პასუხისმგებლობას, რომელიც ამ ქალბატონის საზედამხედველო პროკურორის ფუნქციების შესრულების დროს ხდებოდა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)