|
2019-06-09 21:26:00, 1188 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი: ძალიან მალე ჩვენ ყველა მივულოცავთ ლადო კახაძეს საქართველოს პარლამენტში შესვლას
„ძალიან მალე ჩვენ ყველა მივულოცავთ ლადო კახაძეს საქართველოს პარლამენტში შესვლას", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. „ჩვენ გვაქვს მოლოდინი და ფაქტია, რომ ლადო კახაძე ჩვენი ამომრჩევლების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, შესაბამისად ეს მხარდაჭერა კონკრეტულ ციფრებში გამოიხატება. საუბარია დამაჯერებლ უპირატესობაზე . დაველოდოთ შესაბამის დროს და ამას უკვე ოფიციალურად გავიგებთ. ჩვენ რა თქმა უნდა, ველოდებით ოფიციალურ შედეგებს, თუმცა ყოველთვის მნიშვნელოვანია არა ციფრები, არამედ ჩვენი საზოგადოების დამაჯერებელი მხარდაჭერა და ასეთივე დამაჯერებელი უპირატესობით სარგებლობს ლადო კახაძე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, „ქართული ოცნების" პრინციპული არჩევანია არჩევნების დემოკრატიულად, მშვიდ, თავისუფალ და თანასწორ გარემოში ჩატარება. „ასე ვატარებთ ჩვენ არჩევნებს, ეს არის „“ქართული ოცნების სამარკო ნიშანი და ამას არაერთი აღიარება აქვს. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, რომელიც შესაძლოა ჩვენ განვიხილოთ, როგორც კანონმდებლობის გაუმჯობესებად, ამ საკითხებზე მომავალში გვექნება მსჯელობა. ჩვენ ვფიქრობთ ოდირის და სხვა რეკომენდაციებთან ერთად ვიმსჯელოთ და გავაუმჯობესოთ საარჩევნო კანონმდებლობა“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი. ამასთან, მისი თქმით, თუკი სადმე დარღვევა დაფიქსირდა, ყველაფერს შესაბამის დროში ექნება ადეკვატური რეაგირება.
(NS)
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)