|
2015-07-01 14:50:10, 485 ნახვა
საზოგადოება
შსს - ივნისში საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობა 9,3 %-ით გაიზარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, 2015 წლის ივნისის თვე 496 758 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 9,3 %-ით მეტია. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი - 197 537 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,4%); ბ) ტრანზიტი - 131 710 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 26,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 80%); გ) სხვა - 167 511 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33,7%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -12%). რაც შეეხება იანვარ-ივნისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 2 332 303 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 3,5%-ით მეტია. „2015 წლის ივნისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-19,8%), აზერბაიჯანიდან (+15%), სომხეთიდან (+33%), რუსეთიდან (+47%) და უკრაინიდან (-5%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივნისშიც გამოირჩნენ ლიტვა, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ლატვია და ნიდერლანდები (შესაბამისად 27%, 26%, 22%, 18%, 13% და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (110%) და ყაზახეთი (32%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 47% და 36%–იანი, ხოლო ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან - არაბათა გაერთიანებული საემიროები 678%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 12%-იანი ზრდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)