|
2019-06-09 14:25:36, 1062 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებული ვიდეოს იუმორისტულს უწოდებს
"ერთი შეხედვით, იუმორისტული ვიდეოს ჰგავს", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც, მათი მტკიცებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაა ასახული. თალაკვაძე აცხადებს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩება. "ჩვენი ოპონენტები და მათი წარმომადგენლები წინასაარჩევნო პროცესში დაწყებულ კამპანიას აგრძელებენ. ყველგან ჩანს მათი მცდელობა, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ეპიზოდს: პირველ რიგში, ეს უყურადღებოდ ნამდვილად არ დარჩება, მაგრამ ერთი შეხედვით, უფრო იუმორისტული ვიდეოს ჰგავს და მგონი, თვითონ ოპოზიციის რიგებში ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც დღეს ჰგონია და სჯერა, რომ არჩევნებში გამარჯვება აი, ასეთი სცენარებით არის შესაძლებელი. ჩვენ დავამტკიცეთ, შუალედურ არჩევნებშიც და მანამდეც, არაერთხელ, რომ არჩევნები საქართველოში დემოკრატიულ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ტარდება. მგონი ყველამ ვნახეთ ეს ვიდეო, ქართულ ოცნებას შინდისფერი, ან ზოლიანი მაისურები არასოდეს ჰქონია თავის საარჩევნო კამპანიისთვის. ეს ხუმრობით, ჩვენი მაისური და ლოგო როგორ გამოიყურება, ყველამ იცით, რაც შეეხება ამ ვიდეოს - ის უყურადღებოდ არ დარჩება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)