|
2019-06-09 12:46:04, 1274 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია: „ოცნება“ პანიკაშია - „ძველი ბიჭების“ დახმარებით, აგრესიული ვითარების შექმნას ცდილობს
შეშინებული ხელისუფლება პანიკაშია, - ამის შესახებ ბლოკ „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ელენე ხოშტარია, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო უბნებზე ხელისუფლებას კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირები ჰყავს მობილიზებული. „მეორე ტურში, როგორც ჩანს, შეშინებული ხელისუფლება კიდევ უფრო პანიკაში ჩავარდა და აბსოლუტურად ყველა უბანზე ჰყავთ მობილიზებული მთელი ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ჰარმონიულად არის შერწყმული ადგილობრივ „ძველ ბიჭებთან“, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან და ცდილობენ შექმნან აგრესიული ვითარება, რაც, რა თქმა უნდა, მათ უსუსურობაზე და სიმხდალეზე მიუთითებს. მინდა წარმოგიდგინოთ ორი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პირდაპირ უბნის წინ ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა, რომ შემოხაზოს 41. ეს ხდება მე-18 უბანზე. ეს ვითარება მეტყველებს მხოლოდ ერთზე - ხელისუფლება არის საშინელ პანიკაში“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)