02:44 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-08 12:04:23, 1037 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონს სამი ახალი სპორტული მოედანი შეემატა

საბურთალოს რაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩა N37ბ, სოფელ დიღომში, აღმაშენებლის ქუჩა N60-სა და ვაჟა-ფშაველას ქუჩა N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნები მოეწყო. 

პროექტის ფარგლებში, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადეები და სპორტული მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი. ახალი სპორტული მოედნებიდან ორი კომბინირებულია, ხოლო ბოჭორიშვილის ქუჩაზე ფეხბურთის მოედანი გაიხსნა. 

ოთხ მისამართზე - ბახტრიონის ქუჩა N22, ვაჟა-ფშაველას გამზირის N42, დიდ დიღომში, ბრწყინვალეს ქუჩა N1-სა და პეტრიწის ქუჩა N13-ის მიმდებარედ კი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდა.

დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, საბურთალოს სამი ახალი სპორტული მოედანი შეემატა. ჩვენთვის სოფელ დიღომში, სადაც ასეთი სივრცეების ნაკლებობაა, სპორტული მოედნების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განხორციელებული პროექტებით მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. სპორტული სივრცეების მოწყობას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

სამუშაოები, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან 285 520 ლარით დაფინანსდა, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „დოკასპორტმა“ შეასრულა.

                 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics