|
2019-06-07 21:01:19, 1147 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ელექტრომობილის ნიმუში წარადგინა, რომლის დამზადება ქუთაისშია დაგეგმილი - ვიდეო
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიდეო ჩართვის მეშვეობით, იმ ელექტრომობილის ნიმუში წარადგინა, რომლის წარმოება საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისშია დაგეგმილი. კახა კალაძის თქმით, ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები ე.წ. „ქარშეარინგის“ ფარგლებში იმოძრავებენ და მისი ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მსგავსი ავტომობილების დანერგვა გარემოსდაცვით სხვა ღონისძიებებთან ერთად, ქალაქში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს. „ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, სმარტფონებზე „ქარშეარინგის“ აპლიკაცია გადმოწეროს, ქალაქის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებული ელექტრომობილი აიყვანოს და ნებისმიერ ადგილზე გადაადგილდეს. დღეს მე წარმოგიდგენთ ავტომობილს, რომლის წარმოება, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დააანონსა, ქუთაისში მოხდება. დღეს ჩვენ ქალაქში ბევრი ელექტრომობილი გვჭირდება, რათა გამონაბოლქვი შემცირდეს და ეს ყველაფერი, სხვა ეკოლოგიური ღონისძიებების, მაგალითად, მშენებლობის რეგულაციებისა და გამწვანების სამუშაოების პარალელურად უნდა მოხდეს. საბოლოოდ, ამ ღონისძიებების შედეგად, ქალაქი უნდა გახდეს ეკოლოგიურად მოწესრიგებული. ტექნიკური მონაცემებით, სრულად დატვირთული აკუმულატორი, დაახლოებით, 400 კილომეტრს გაგატარებთ. ვფიქრობ, სახელწიფო დაწესებულებები ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ ელექტრომობილებზე, რომ საზოგადოებას მივცეთ სტიმული, ელექტრომობილები შეიძინონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი მიმდინარე წლის თებერვლიდან, მოთხოვნის საფუძველზე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ელექტროდამტენებს ამონტაჟებს. „რაც ყველაზე მთავარია, ქართული კომპანია, რომელიც აღნიშნულ ელექტრომობილებს აწარმოებს, გვეუბნება, რომ ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. მთავარი პრინციპი სწორედ ისაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს, შეიძინოს ეს ავტომობილი და თანხები არ გავიდეს ექსპორტზე, რადგან ეს ავტომობილები დღეს, ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ელექტრომობილების შემოყვანის მაჩვენებელი ძალიან არის გაზრდილი. როგორც იცით, მათი განბაჟება სრულიად უფასოა. ასევე, ელექტრომობილებისთვის ქალაქში გამოყოფილია უფასო საპარკინგე ადგილები. ახლა ჩვენ ინფრასტრუქტურა უნდა მოვაწესრიგოთ, რათა ქალაქში მაქსიმალურად მეტი ელექტროდამტენი დავამონტაჟოთ. ვესაუბრებით ბენზინგასამართ სადგურებს, შესაბამის კომპანიებს, რათა მათი ჩართულობითა და დახმარებით, ეს პროექტი არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელ საქართველოში განვახორციელოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრს ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს აშენების მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტი მოქალაქეების დასაქმებას შეუწყობს ხელს. „მადლობა მამუკა ბახტაძეს, რომლის აქტიური მუშაობის შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ამ ავტომანქანების აწყობა ქუთაისში მოხდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილების წარმოება ადგილობრივად, საქართველოშივე მოხდება და ამ პროექტის ფარგლებში, ბევრი მოქალაქის დასაქმებას შევძლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)