|
2019-06-07 16:40:27, 1249 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - ხელისუფლებას გადასატანი ყუთის სიაში ჯანმრთელი ადამიანები ჰყავს შეყვანილი
გადასატან ყუთებში, დავრდომილთა სიებში ჰყავთ შეყვანილი ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანები“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, აღნიშნული ქმედება მმართველი გუნდის პანიკაზე მეტყველებს. „გუშინ დასრულდა გადასატანი ყუთების სიის შედგენა, სულ რამდენიმე საათში ამ სიების შესწავლიდან სიაში აღმოვაინეთ დარღვევები, მე-18 უბანზე ქალბატონი ეთერ დანელია დამატებულია გადასატან ყუთში და დღეს დილით ვნახე, რომ ის თავისუფლად ფიზიკურად გადაადგილდება თავის უბანში. ასეთივე შემთხვევა აღმოვაჩინეთ მე-12 უბანზე, სადაც ქალბატონი ლამარა კუბლაშვილი, რომელსაც არანაირი ფიზიკური დაბრკოლება არ აქვს უბანზე მისვლის.234 ამომრჩეველია დამატებული სამ კვირაში გადასატანი ყუთის სიაში. ეს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, უბნებზე მისვლა, სახლში მისცემენ გადასატანი ყუთით ხმას, ისნი არ გადიან მარკირებას და შეუძლიათ, დაატრიალონ კარუსელი და მეორედ მისცენ ხმა უბანზე მისვლით. გადასატანი ყუთების სიის ხელოვნური ზრდა უკავშირდება იმას, რომ შეუძლებელია ასეთ ხმის მიცემის დროს ფარულობის დაცვა. ვიცით, რომ თავზე ადგანან "ოცნების" წარმომადგენლები, აშინებენ, ზეწოლა ხდება ადამიანზე, მათ თვალწინ ხდება შემოხაზვა. ასეთი მანიპულაციებით არჩევნებს ვერავინ მოიგებს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)