|
2019-06-07 13:47:06, 1326 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაშვილი: მუნიციპალიტეტებში კალაძის ცოლის ნათესავები არიან დასაქამებულები - მწვავე ნეპოტიზმის პრობლემა დგას
„ყველა მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის პრობლემა დგას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრებმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა. „ევროპული საქართველო“ პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც მუნიციპალიტებებში არსებულ პრობლემებზე იმუშავებს. „ყველა რაიონში ნეპოტიზმის და კორუფციის პრობლემა დგას ძალიან მწვავედ. მაგალითად იგივე რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, თავის ბიძაშვილს ზურა ტაბაღუას ნიშნავს, ყველაზე უფრო დიდ ბიუჯეტიან სამსახურში, ეს არის ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის სამსახური. მძიმე ფაქტებია ასევე აღმოჩენილი და შესწავლილი ქუთაისში სადაც ქუთაისის გუბერნატორის მოადგილეებს საკუთარი ნათესავები დასაქმებული ჰყავთ სხვადასხვა აიპპ-ებსა და სსიპ-ებში. თბილისშიც ამ მხრივ არის ძალიან მძიმე სიტუაცია. მაგალითად საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავამ საკუთარ გამგეობაში სამსახური მისცა კახი კალაძის მეუღლის დეიდაშვილს. მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ კახა კალაძის მეუღლის ბიძა დანიშნა“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)