|
2019-06-07 12:01:48, 995 ნახვა
პოლიტიკა
სალაძე: სახელმწიფო ინსპექტორის კონკურსი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს
სახელმწიფო ინსპექტორის კონკურსი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კანდიდატების უმრავლესობა მოთხოვნებს საერთოდ არ შეესაბამებოდა. მისი შეფასებით, ერთადერთი კონკურსანტი, რომელიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ლონდა თოლორაიაა. „მოწვეული იყო კანდიდატები, რომლებსაც საერთოდ აბსოლუტურად შეხება არ ჰქონდა ამ პროცესთან, თუ მათ სამოტივაციო ნაწილს გადახედავთ, ხოლო დანარჩენი კანდიდატების შემთხვევაში, გარდა ერთისა, არცერთი მათგანი არ საუბრობდა იმ სავალდებულო, ვთქვათ, საკითხებზე, რომლებიც სამოტივაციო წერილში უნდა ყოფილიყო ასახული. თავისთავად, დებულების დარღვევის მიხედვით კომისიის მხრიდან გასაუბრებაზე კანდიდატების მოწვევა აძლიერებს ეჭვს, რომ კონკურსი ყოფილიყო ფორმალური ხასიათის. ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა გასაუბრებაზე მოწვევას, ეს იყო ქალბატონი ლონდა თოლორაია“, - განაცხადა სულხან სალაძემ.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)