|
2019-06-07 10:41:11, 887 ნახვა
პოლიტიკა
DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობისთვის ტექნიკური თანამშრომლობის ახალი პროგრამა განხორციელდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელმა, რაიმუნდ იელემ და ტექნიკური თანამშრომლობის ახალ პროგრამას „ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების პრიორიტეტების შესრულებაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური დახმარების შესახებ“ მოაწერეს ხელი. პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების პრიორიტეტების შესრულების პროცესში საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკურს დახმარებას. პროგრამა 2019-2020 წლებში განხორციელდება. მისი ბიუჯეტი 175 000 აშშ დოლარს შეადგენს. ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის სექტორთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზის დახვეწას, ასევე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (OIE) და DCFTA-ის ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და მათი კონტრაქტორების შესაძლებლობების გაძლიერებას. ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და მცენარეთა დაცვის სისტემების სრულყოფა და გაძლიერება. ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელდება ექპერტთა სამუშაო ვიზიტები. შეფასდება სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობები და განისაზღვრება შესაბამისი საჭიროებები. პროგრამის ფარგლებში, შემუშავდება სტრატეგიული და სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს ცხოველთა ჯანდაცვის, მცენარეთა დაცვისა და სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს გაძლიერებას და მოდერნიზებას. სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება, ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
(NS)
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)