|
2019-06-06 22:56:41, 1209 ნახვა
პოლიტიკა
შალვა შავგულიძე - პასიური პროტესტი არ არის საკმარისი
პასიური პროტესტი არ არის საკმარისი იმ ხელისუფლების შესაცვლელად, რომლის შეცვლის განწყობაც ჩამოგიყალიბდათ, – ამის შესახებ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საარჩევნო დებატები“ სტუმრობისას განაცხადა. „მთაწმინდაზე მართლაც არ იყო მაღალი აქტივობა, რადგან 35% იყო აქტივობა და მეორე ტურში გასულ კანდიდატებს შორის სხვაობა დაახლოებით, 4% იყო. ხელისუფლებას აქვს მექანიზმი და ბერკეტები იმისთვის, რომ ხმები არ დაკარგოს და უზრუნველყოს მისი ამომრჩევლის არჩევნებზე მისვლა და მათი ხმების თავის სასარგებლოდ დაფიქსირება. აქიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, იმ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღო, არის ამომრჩეველი, რომელიც ხელისუფლებას აღარ ენდობა და ხმას არ აძლევს, მაგრამ თავისი პროტესტი პასიური ფორმით გამოხატა და სახლში დარჩა. სწორედ აქ არის საჭირო გააზრება და ამას უნდა სწორი შეფასება ამ ამომრჩევლისგან, რომ პასიური პროტესტი არ არის საკმარისი იმ ხელისუფლების შესაცვლელად, რომლის შეცვლის განწყობაც ჩამოუყალიბდათ“, – განაცხადა შავგულიძემ. ამ განცხადებით შალვა შავგულიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას აკეთებდა ის არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე და რას ეტყვის ამომრჩეველს, რომ ისინი მეორე ტურით და მისით, როგორც კანდიდატით დაინტერესდნენ. მისი თქმით, ხელისუფლების შესაცვლელად აუცილებელია აქტიურობა, არჩევნებზე მისვლა და პოზიციის დაფიქსირება, რისკენაც საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებს.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)