|
2019-06-06 18:23:40, 1333 ნახვა
საზოგადოება
არქივების საერთაშორისო კვირეული ეროვნული არქივში ანიმაციური ფილმების ჩვენებით გაიხსნა
არქივების საერთაშორისო კვირეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენებით გაიხსნა. ეროვნული არქივის კინოთეატრში დღეს ორი სეანსი მოეწყო. ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის" თანამშრომლობით 2018-2019 წლებში დაიწყო პროექტი „რე-ანიმაცია". ამ დრომდე ცხრა ქართული ანიმაციური ფილმი ეროვნული არქივის მაღალი გარჩევადობის კინოსკანერზე ციფრულ ფორმატში გადაიტანეს და რესტავრაცია ჩაუტარეს. პროექტის შედეგად 1960-1980-იანი წლების ანიმაციური ფილმები დიდ ეკრანს ათწლეულების შემდეგ დაუბრუნდა. ფილმებს შორისაა: „წუნა და წრუწუნა" (1962 წელი); „ბომბორა სწავლას იწყებს" (1973 წელი); „სახლობანა" (1973 წელი); „საზამთრო" (1974 წელი); „თერძი ბესო" (1977 წელი); „ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი" (1983 წელი); „ყარყატის შვილობილი" (1985 წელი); „სანუკვარი ოცნება" (1989 წელი). ამავე კვირეულის ფარგლებში ეროვნულ არქივში ხვალ, 7 ივნისს, 16:00 საათზე გამოფენა „სარგის კაკაბაძე" გაიხსნება. ისტორიკოსი და ფილოლოგი სარგის კაკაბაძე საქართველოს ერონული არქივის (იმ დროისათვის ცენტრალური არქივის) ერთ-ერთი დამფუძნებელი და შემდგომში ხელმძღვანელი იყო. მისი დამსახურებით ეროვნული არქივის ფონდები უმნიშვნელოვანესი დოკუმენტებით შეივსო. სარგის კაკაბაძის უნიკალურ პირად არქივს მისი შვილიშვილი ცირა კალანდაძე ინახავს. სწორედ მისი დახმარებით ისტორიკოსის არქივის დოკუმენტები ფართო საზოგადოებისთვის პირველად იქნება წარმოდგენილი ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში. არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი 2007 წელს არქივების საერთაშორისო საბჭომ დააწესა. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივთა საერთაშორისო საბჭოს დაარსებას. მიმდინარე წელს კვირეული 3 ივნისს დაიწყო და 9 ივნისამდე გასტანს.
(NS)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)