|
2019-06-05 11:27:09, 1325 ნახვა
საზოგადოება
1-ელი ივლისიდან მეტროს მუშაობის გრაფიკი ერთი წლით იცვლება
ელექტროუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე პირველი ივლისიდან 2020 წლის პირველ ივლისამდე, თბილისის „მეტროპოლიტენი“ 06:00-დან 23:00 საათამდე იმუშავებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რამდენიმე განახლებული შემადგენლობა კი მგზავრებს უკვე ემსახურება. „ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სატრანსპორტო პოლიტიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, არსებული მდგომარეობის გამოსწორებაა. დავიწყეთ მუშაობა მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე. უკვე რამდენიმე შემადგენლობა რეაბილიტირებულია და მგზავრებს ემსახურება. გარდა ამისა, გვაქვს მძიმე მდგომარეობა ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით. აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, გამოყოფილია 16 მილიონი დოლარი, რომელიც ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებასა და მთლიან რეაბილიტაციას მოხმარდება. რაც მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ, ამ ტიპის სამუშაოები არ წარმოებულა. პროექტის განხორციელების შედეგად, დაახლოებით, 450 კმ ძალოვანი კაბელი შეიცვლება, ახალი, თანამედროვე ISO-ს სტანდარტის კაბელებით. ასევე, პროექტის ფარგლებში, 28 საგვირაბე გამნიავებლის და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორის მონტაჟი მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პირველი ივლისიდან ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები დაიწყება. სწორედ ამის გამო, მეტრო მუშაობის განრიგს ერთი საათით შეამცირებს. „პროექტი მზად არის, გვყავს კომპანია, რომელიც სამუშაოებს შეასრულებს. ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები პირველ ივლისს დაიწყება. პროექტი 2020 წლის ივლისში დასრულდება. პროექტის მიმდინარეობისას გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს, რომ კომპანიას და იქ მომუშავე ადამიანებს შესაძლებლობა მიეცეთ, ნორმალურ პირობებში იმუშაონ. ჩემთვის, ჩემი თანამრომლებისთვის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, პირველი ივლისიდან, მეტრო მუშაობას დილის 06:00 საათიდან დაიწყებს და ერთი საათით ადრე, 23:00 საათზე დაასრულებს. ჩემი თხოვნა იქნება სატრანსპორტო კომპანიასთან, რომ აღნიშნულის შესახებ მოსახლეობა ყველანაირად ინფორმირებული იყოს”, - აღნიშნა თბილისის მერმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)