00:01 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 18:05:38, 1030 ნახვა

საზოგადოება
გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულმა 176-მა მოქალაქემ მიიღო - პრემიერის მოხსენება

მთავრობის მუშაობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში, რომელსაც ის პარლამენტს ივნისში წარუდგენს, აღნიშნულია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრებმა 176 პირმა გადაუდებელი  სამედიცინო დახმარება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიღო.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პაციენტებიდან  77 აფხაზეთის, ხოლო 99 ე.წ. სამხრეთ ოსეთის მკვიდრი იყო.

„სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება“ კომპონენტის ფარგლებში დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან ოპერირებს შესაბამისი ტექნიკითა და სამედიცინო პერსონალით აღჭურვილი რეანომობილები და სასწრაფო დახმარების მანქანები, რომლებიც ახორციელებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტების სამედიცინო ტრანსპორტირებას შესაბამისი პროფილის კლინიკებში. 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით განხორციელდა 176 პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირება, მათ შორის 77 სამედიცინო ტრანსპორტირება აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის პირობითი საზღვრიდან , ხოლო 99 - სამხრეთ  ოსეთის პირობითი საზღვრიდან“, - ნათქვამია მოხსენებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics