|
2019-05-30 16:14:51, 1235 ნახვა
საზოგადოება
„კაი დღეში ხარ, ახლა იცინე!“ - საკრებულოს დეპუტატის დამცინავი სტატუსი სალომე ბარკერის მისამართით
"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" - ამ წარწერით გააზიარა ქუთაისის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნანა კოსტავამ ბლოგერი სალომე ბარკერის ვიდეო. ვიდეოს გაზიარება დროში სალომე ბარკერის 16 წლის დის გარდაცვალებას დაემთხვა. მოგვიანებით, კოსტავამ აღნიშნა, რომ მოზარდის გარდაცვალების შესახებ არ იცოდა და ბოდიში მოიხადა. მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატმა გამოქვეყნებულუ მასალა, საკუთარი Facebook-გვერდიდან წაშალა, პოსტის "სქრინმა" სოცქსელში გავრცელება მოასწრო და მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია. ამასთან, მოქალაქეთა ნაწილი ქუთაისის მერიასთან ნანა კოსტავას გადადგომის მოთხოვნით იკრიბება. Facebook-ში ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის კიდევ ერთი პოსტი გავრცელდა, სადაც ის "პროფილის" წამყვანის მაია ასათიანის შვილის გარდაცვალებას უზნეობის გამო მის მიმართ მოვლენილ უფლის განსაცდელს უკავშირებს. შეგახსენებთ, რომ ბლოგერ სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დრის წინ ლაგოდეხის ნაკრძალსი ექსკურსიის დროს გარდაიცვალა. ის დინებამ გაიტაცა და მოზარდი რამდენიმე საათის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)